მოგესალმებით,

მინდა ცოტაოდენი ინფორმაცია მოგაწოდოთ ჩემს შესახებ და გთხოვთ მცირე დრო გამოყოთ ამ პოსტის წასაკითხად.


ვფიქრობ მნიშვნელოვანია ვიცნობდეთ ერთმანეთს, რადგან ფოტოგრაფია იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ ფოტოს გადაღება. ადამიანებს შორის ჯანსაღი ურთიერთობა ყველაზე მნიშვნელოვანია.


მე ვარ მარიამი, 28 წლის.

ბავშვობიდან მიტაცებდა ფოტოგრაფია. ვიღებდი ყველგან და ყოველთვის, სადაც ამის შესაძლებლობა მქონდა. ეს პროცესი სიამოვნებას მანიჭებდა და გარშემომყოფებიც ბედნიერები იყვნენ ჩემი ჰობით 

 ( მე ყოველთვის ფოტოების გარეშე ვრჩებოდი), თუმცა არასდროს მიფიქრია რომ ჩემი ჰობი პროფესიად მექცია.


დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფინანსები და საბანკო საქმე და 4 წელი ამ პროფესიით ვიმუშავე, მაგრამ მივხვდი რომ ეს პროფესია ბედნიერებას არ მანიჭებდა. იყო ბევრი ეტაპი და საკუთარი თავის ძიების პროცესი.

და Hello მეც აქ ვარ

გადავწყვიტე, ბევრი ემოცია გაჩუქოთ ჩემი ფოტოებით, რადგან ჩემი შემოქმედება დაფუძნებული იქნება გრძნობების გამოხატვაზე.


გავიარე სამი ერთმანეთისაგან განსხვავებული და საინტერესო ფოტოგრაფიის კურსი, Photoshop-ისა და Lightroom-ის კურსი, შევიძინე ერთ-ერთი ძვირადღირებული კამერა, ობიექტივები და სხვა საჭირო ინვენტარი, რომელიც მეხმარება ჩემი ჩანაფიქრების განხორციელებაში.